გიორგი ჭუმბურიძე: ხალხის ჯანმრთელობაზე გამდიდრება დაუშვებელია

უნდა მოხდეს იმ ექიმების დაჯარამიება და სანქციების შემოღება, რომლებიც პირადი სარგებელის მიღების მიზნით, პაციენტს უწერენ ძვირადღირებული მედიკამენტების რეცეპტს და რეკომენდაციას არ უწევენ იგივე შემადგენლობის, გაცილებით უფრო იაფ ანალოგებს, – აცხადებს ორგანიზაცია „კოორდინაციის“ ხელმძღვანელი და „ბიოსამედიცინო ქიმიის“ დოქტორანტი გიორგი ჭუმბურიძე.

გიორგი ჭუმბურიძე: დიდგორი წინ არის – ომი უზნეობის წინააღმდეგ

”კურთხეულ მიწას გართმევენ მარიამ წმინდანისაო, ქართველს ერთი აქვს სამშობლო, ვერვის ვერ მისცემს წილსაო”, – შემირცხვენია იმ ქვეყანის ერის კაცები ვისაც ეს სიტყვები მხოლოდ სიმღერა ჰგონია, შემირცხვენია იმ ქვეყანის ერის კაცები, სადაც სასულიერო პირს გაუხდება საქმე “ტაბურეტკით” მოსაგვარებელი… სამწუხაროდ, „ტაბურეტკა“ მღვდელს კი არა , არამედ ერის კაცებს უნდა გვეჭიროს ხელში. „ფოჩიან კამფეტებზე“ გაყიდული ქართველები მეცოდება, მებრალება…

გიორგი ჭუმბურიძე: რატომ არის პოლიტიკა ბინძური საქმე?

ისევე როგორც ყველას, მეც მომისმენია რომ პოლიტიკა ”ბინძური საქმეა”. თუმცა, არასდროს მიფიქრია რატომ. არავისთვის მიკითხავს ეს დასკვნა დაესაბუთებინა. ბოლოს კი საკუთარ თავს ვკითხე – რატომ? იქნებ მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკა, რომელზეც უნდა იდგეს ქვეყნის განვითარება და მისი მომავალი, რამდენიმე ბინძურმა ადამიანმა დასვარა და ეს ეპითეტიც მარადიული იმიტომ გახდა, რომ მუდმივად ასე ხდება? ცხადია, ეს პასუხი…

რუსეთი, საფრაგეთი და ამერიკა, ანუ ტოლფერდა სამკუთხედი

ის, რაც საფრანგეთში მოხდა, ცხადია ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ტეროროზმი თანაბრად დასაგმობია საფრანგეთშიც, პალესტინაშიც, იემენშიც, ერაყშიც, ავღანეთშიც და ზოგადად, დედამიწაზე. არავის სჯერა რომ ტერორიზმს რაიმე კავშირი აქვს რელიგიასთან. როგორც საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა – ტერორიზმს საერთო არაფერი აქვს რელიგიასთან… ეს მცირე შესავალი მხოლოდ იმისთვის გავაკეთე, რომ განა რა მოხდა საფრანგეთში…

გიორგი ჭუმბურიძე: იქნებ ცივილიზებულმა მსოფლიომაც შეცვალოს ბრძოლის მეთოდები

ტერორიზმსა და ადამიანების დახოცვას არანაირი გამართლება არ აქვს და ის ყველა შემთხვევაში  დასაგმობია. ცივილილზებული სამყარო ერთიანი უნდა იყოს მე ვიტყოდი მის წინააღმდეგ ბრძოლაში. თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ 21-ე საუკუნის მიდგომოებზე, ჩემი აზრია, იქნებ ცივილიზებულმა მსოფლიომაც შეცვალოს ბრძოლის მეთოდები და სხვაგვარად დაუპირისპირდეს ამ კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს. მაგალითად ისე, რომ უდანაშაულო ადამიანები არ დაიხოცონ არც ერთ მხარეს.…

გიორგი ჭუმბურიძე: სწორედ კანონიკა და იკონოგრაფიაა დარღვეული

სწორედ კანონიკა და იკონოგრაფიაა დარღვეული, როდესაც მიდგომილ ქალწულს ღვთისმშობლის შესამოსელით ხატავ, თანაც ასეთი ფორმით, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „კოორდინაციის“ დამფუძნებელმა გიორგი ჭუმბურიძემ ილიაუნისთან გამართულ აქციაზე, სადაც ლია უკლებას ნახატი, უნივერსიტეტში გამოფენილი „თვითმკვლელი ქალწული” გააპროტესტეს.

ჩემი წინაპრების ნაკვალევზე

ჭუმბურიძეების გვარი გვხვდება მე-16 საუკუნიდან. უმეტესწილად ისინი საეკლესიო მცველები არიან, მაგრამ ხშირად გვხვდებიან აზნაურებიც. იმერეთის თავადთა და აზნაურთა საოჯახო სიაში, რომელიც მე-19 საუკუნის შუა ხანებშია შედგენილი და დამტკიცებულია რუსეთის იმპერატორის მიერ 1850 წელს, შეტანილია აზნაურ ჭუმბურიძეთა 18 ოჯახი 107 სულის რაოდენობით