გიორგი ჭუმბურიძე: დიდგორი წინ არის – ომი უზნეობის წინააღმდეგ

”კურთხეულ მიწას გართმევენ მარიამ წმინდანისაო, ქართველს ერთი აქვს სამშობლო, ვერვის ვერ მისცემს წილსაო”, – შემირცხვენია იმ ქვეყანის ერის კაცები ვისაც ეს სიტყვები მხოლოდ სიმღერა ჰგონია, შემირცხვენია იმ ქვეყანის ერის კაცები, სადაც სასულიერო პირს გაუხდება საქმე “ტაბურეტკით” მოსაგვარებელი…

სამწუხაროდ, „ტაბურეტკა“ მღვდელს კი არა , არამედ ერის კაცებს უნდა გვეჭიროს ხელში. „ფოჩიან კამფეტებზე“ გაყიდული ქართველები მეცოდება, მებრალება იმიტომ, რომ ხვალ ჭამის ფუნქციაც კი არ ეცოდინებათ.

”ღმერთმა როგორც ეკლესიას , ასევე სახელმწიფო ხელისუფლებას კონკრეტული ფუნქციების შესრულება დააკისრა. ეკლესიის დანიშულება არ არის სახელმწიფოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა, თუმცა მოვალეობაა, საჭიროების შემთხვევაში სათანადო. რჩევებისა და გაფრთხილებების მიცემა სახელმწიფო მოხელეებისადმი. ბიბლიაში მრავლადაა მაგალითები, როდესაც მორწმუნეები გარკვეულ გარემოებათა გამო, სახელმწიფოში მნიშვნელოვან პოლიტიკურ პოსტს იკავებდნენ და იმ ქვეყნისთვის ღვთიური კურთხევები მოჰქონდათ (დაბ. 41:41; დან. 6:1-3).”

რა გამოსვალია იმ შემთხვევაში, როდესაც დედა ეკლესიის ხმა პოლიტიკოსებს არ ესმით?

დღეს, ვისაც საშუალება აქვს უცხოეთში ამთავრებეს სკოლებსა და უნივერსიტეტებს თუმცა ჩვენს ქვეყანაშიც განათლების სისტემა ერთი-ერთში მიამსგავსეს ფსევდო-ევროპულს

აღარ აქვს მნიშვნელობა ევროპაში დაგარიგებენ – თავზევით ახტი, შენ თავისუფალი ხარო – თუ აქ , ჩვენს უნივერსიტეტებსა და სკოლებში.

სამწუხაროდ, ჩვენ იმდენს ვიხტუნავებთ მშობლის წინ მოხტუნავე კვიცივით, რომ ან მგელი შეგვჭამს ბოლომდე და ან მგლისფერი ძაღლი.

ძალიან დიდი ხანია აღარ მომისმენია სიტყვა “მე ქართველი პატრიოტი ვარ“…

როდესაც ამ თემებზე ვიწყებ ლაპარაკს, პირველი რასაც მეკითხებიან ის არის, რომ – რომელ პოლიტიკურ პარტიაში ხარო..

საქართველოზე დიდი პარტია და ქართველობაზე მეტი პაარტის წევრობა არსებობს რამე?! ქვეყნის და სამშობლოს შეგრძნება დაიკარგა ქართველ ხალხში…

უცხოეთებში განათლება მიღებული მიაკითხავს გლეხებს ხმა მოგვეცითო, წაუკითხავენ რაღაც ლიბერალურ პროკლამაციებს უცხო სიტყვებზე , გლეხი ვერ იგებს და გონია ამის წამკითხველი განათლებულია და რასაც პირდებიან იმის შესრულებაზეც კი ხმის ამოღების უფლებას არ აძლევენ ოთხი წელი.

წინასაარჩევნოდ დაიწყება სოფელ-სოფელ სიარული და მოსახლეობისთვის თხოვნა, რომ გამოფხიზლდით, იმიტომ რომ მე უნდა გავიმარჯვო არჩევნებში, მერე კარგად რომ ვიძინოო…

ჰოდა, აუცილებლად ასეთი ქართველები სულ უნდა დავაძინოთ, ან ისე გავაღვიძოთ, ძილი აღარ მოუნდეთ.

სამწუხაროდ, მთავარი დიდგორი წინ არის, ეს იქნება ომი უზნეობის წინააღმდეგ და სანამ გლობალიზაციამ სრულად არ დაგვრია ხელი, დროა შევინარჩუნოთ ყველაზე მთავარი „ენა, მამული, სარწმუნება“

გიორგი ჭუმბურიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია ”კოორდინაციის” დამფუძნებელი