გიორგი ჭუმბურიძე: რატომ არის პოლიტიკა ბინძური საქმე?

ისევე როგორც ყველას, მეც მომისმენია რომ პოლიტიკა ”ბინძური საქმეა”. თუმცა, არასდროს მიფიქრია რატომ. არავისთვის მიკითხავს ეს დასკვნა დაესაბუთებინა. ბოლოს კი საკუთარ თავს ვკითხე – რატომ? იქნებ მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკა, რომელზეც უნდა იდგეს ქვეყნის განვითარება და მისი მომავალი, რამდენიმე ბინძურმა ადამიანმა დასვარა და ეს ეპითეტიც მარადიული იმიტომ გახდა, რომ მუდმივად ასე ხდება? ცხადია, ეს პასუხი საკმარისი არ არის. უფრო სწორად მართებული. გამოდის რომ ვინც პოლიტიკურ არენაზე გამოსასვლელად ემზადება და იცის რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა, სიბინძურეში აპირებს წასვლას?

მოდით, საკითხს ასე შევხედოთ – პოლიტიკოსებს ხშირად უწევთ რისკზე წასვლა, მაგრამ ეს რისკი მხოლოდ ზნეობრივ „ბეწვის ხიდზე” გავლას უკავშირდება. სწორედ ზნეობრივ ხიდზე გავლისას იკვეთება რა გზას ირჩევ. დაძლევ თუ არა ყველა ცდუნებას რომელსაც ამ ხიდზე გავლისას შეიძლება წააწყდე. უფრო სწორად წააწყდები. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ყველა პოლიტიკოსი პოლიტიკაში მიმავალ რისკიან ზნეობრივ ხიდს თავაწეული გაივლის, ეპიტეთი – ”ბიძნური” აუცილებლად მოშორდება.

თუ ამ ლოგიკას გავყვებით, რადგან არსებობს დასკვნა – ”პოლიტიკა ბიძნური საქმეა”, გამოდის რომ ბევრმა პოლიტიკოსმა ზნეობრივ ”ბეწვის ხიდზე” სუფთად ვერ გაიარა.

მაგალითად, თანამედროვე ქართველი პოლიტიკოსების უმრავლესობა დედა ეკლესიიდან მოდიან. პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ კი ხშირად ეკლესიის მტრებად გვევლინებიან… პიარისთვის კი დიდ რელიგიურ დღესასწაულებზე პირველ რიგებში დგებიან მთელი საქართველოს დასანახად რომ ზნეობრივად მაღალ საფეხურზე დგანან და ეკლესიიდან გზას ამცდარნი არ არიან…

როგორც მეუფე სპირიდონი ამბობს: – ვის ატყუებთ თქვენ?

პრობლემა რაშია, რატომ იცვლებიან და ტრანსფორმირდებიან… ამ ყველაფრის გამო ხომ პატრიარქსაც სტკივა გული და ამიტომაც მიხარია, რომ ყველა დიდ ქართულ სუფრებზე პირველ სადღეგრძელოს დედა ეკლესიის საჭეთმპყრობლის სადღეგრძელოს ამბობენ. დარწმუნებული ვარ, ამით მხნეობა ემატება და ლოცავს საქართველოს.

გამოდის, რომ პოლიტიკოსი ვერ უძლებს ცდუნებას და პირადი ინტერესებისთვის მოქმედებეს და ივიწყებს თავის ეროვნულ აზრს და კარგავს ყველაზე მთავარს – ზნეობას…

მე პირადად ვიბრძოლებ აქტიურად, რომ დედა ეკლესია მეტად ჩაერიოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში…. გამოდის რომ ჩვენი პოლიტიკოსები ბავშვებივით არიან, რომელთა ქუჩაში მარტო გაშვება არ შეიძლება.

მე მაინც ჩერჩილს გამოთქმას დავეთახმები, რომ “ბინძურ პოლიტიკას – ბინძური პოლიტიკოსები აკეთებენო…”
ასეა ბინძური, ანუ დედა ეკლესიიდან გზას ამცდარნი, ყველას თავისი მოეკითხება, მაგრამ, სამწუხაროდ, იმათ პირად ინტერესებს ეწირება ჩვენი ისედაც ტანჯვით და ბრძოლით გამოვლილი ისტორიის მქონე ქართველი ერი..
ბისმარკის ცნობილი ფრაზაა: რევოლუციას ამზადებენ გენიოსები, ახდენენ ფანატიკოსები, ხოლო მისი ნაყოფით სარგებლობენ ავაზაკები.
სად არის გამოსავალი და ხსნა?
ისევ და ისევ ზნეობაში და რწმენაში…
სხვა გზა ჩვენს სამშობლოს ვერ გადაარჩენს და პოლიტიკა კი ისევ ბიძნურ საქმედ დარჩება.

გიორგი ჭუმბურიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია ”კოორდინაციის” დამფუძნებელი