გიორგი ჭუმბურიძე: სწორედ კანონიკა და იკონოგრაფიაა დარღვეული

სწორედ კანონიკა და იკონოგრაფიაა დარღვეული, როდესაც მიდგომილ ქალწულს ღვთისმშობლის შესამოსელით ხატავ, თანაც ასეთი ფორმით, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „კოორდინაციის“ დამფუძნებელმა გიორგი ჭუმბურიძემ ილიაუნისთან გამართულ აქციაზე, სადაც ლია უკლებას ნახატი, უნივერსიტეტში გამოფენილი „თვითმკვლელი ქალწული” გააპროტესტეს.

„ნამდვილად არ გვინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც აზრისა და გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდება. ნამდვილად არ გვინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც მხატვარს, პოეტს, მწერალს და ნებისმიერ შემოქმედ ადამიანს არ შეეძლება თავისი შემოქმედებით გამოხატოს სულიერი სამყარო… ან იქნება რამე ცენზურა, რომელსაც უნდა დაემორჩილონ… ასეთ ქვეყანაში ცხოვრება არ გვინდა, მაგრამ არსებობს რაღაც წმინდა, რომელსაც არა ცენზურის, არამედ პატივისცემისა და მის მიმართ კდემამოსილების გამო არ უნდა შევეხოთ.

12208727_1172775996085174_9167676935205784730_n„ოპონენტების მტკიცება, რომ ნახატს ჰქვია „თვითმკვლელი ქალწული“ და არავის უთქვამს, რომ ეს ღვთისმშობელია, ვერაფერი არგუმენტია და კიდევ უფრო დიდ უმეცრებასთან გვაქვს საქმე… „მიდგომილი“ ანუ ფეხმძიმე ქალწული ერთადერთია და ეს ღვთისმშობელი მარიამია. ეს ქრიტიანობის ანაბანაა და ამ უმეცარი მოსაზრების ტირაჟირება გვიდასტურებს, რომ წარმოდგენაც არა აქვთ, რას საუბრობენ. დიახ, სწორედ კანონიკა და იკონოგრაფიაა დარღვეული, როდესაც მიდგომილ ქალწულს, ღვთისმშობლის შესამოსელით ხატავ, თანაც ასეთი ფორმით..

მოსაზრება, რომ ვერავინ შეგვიბღალავს რწმენას, რადგან ის გულშია და არა გამოსახულებებში – ეს საქართველოს ისტორიის წარსულია, როცა ქვეყანა მუსულმანურ სახელმწიფოებს ჰყავდა დაპყრობილი და ქრისტიანულ სიწმინდეებს ბღალავდნენ, როცა ამ ფორმით ცდილობდნენ რწმენის შებღალვას. ისტორიიდან გვახსოვს, როგორ ეწირებოდნენ სწორედ ქრისტიანული სიწმინდეების დაცვას ჩვენი წინაპრები… დღეს კი ჩვენი ნებით ვბღალავთ ამ სიწმინდეებს, თან უნდათ, რომ ამას ტაში დავუკრათ… ჩვენ აქ არ მოვსულვართ მახვილით, მოვედით, რათა გავაპროტესტოთ ეს უმსგავსობა და მართლმადიდებლური სიწმინდის შეურაცხყოფა. მოვედით, რათა მოვუწოდოთ უნივერისტეტსა და კონკრეტულად ნახატის ავტორს, ბოდიში მოუხადოს მართლმადიდებელ მრევლს ქრიტიანული სიწმინდის შებღალვისთვის“, – განაცხადა აქციაზე გიორგი ჭუმბურიძემ.

12196136_1172776149418492_3970471786073671348_n 12191709_1172775896085184_6400472581146647991_n

http://ghn.ge/com/news/view/143206