გიორგი ჭუმბურიძე: ხალხის ჯანმრთელობაზე გამდიდრება დაუშვებელია

უნდა მოხდეს იმ ექიმების დაჯარამიება და სანქციების შემოღება, რომლებიც პირადი სარგებელის მიღების მიზნით, პაციენტს უწერენ ძვირადღირებული მედიკამენტების რეცეპტს და რეკომენდაციას არ უწევენ იგივე შემადგენლობის, გაცილებით უფრო იაფ ანალოგებს, – აცხადებს ორგანიზაცია „კოორდინაციის“ ხელმძღვანელი და „ბიოსამედიცინო ქიმიის“ დოქტორანტი გიორგი ჭუმბურიძე.

მისი თქმით, საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე 12 ათასამდე მედიკამენტია დაშვებული და აქედან, 15% -მდე საქართველოში იწარმოება.
„ზოგადად, წამლის შეფასება სამი კრიტერიუმით ხდება: უსაფრთხოება, ეფექტურობა და ხარისხი – ვერავინ დამაჯერებს იმაში, რომ საქართველოში წარმოებული წამალი, რომლის ფასი 15-20 ლარია, რამით სჯობდეს იმპორტირებულ ანალოგს, რომელიც 2-3 ლარი ღირს. საქართველოში აღარავის უკვირის ფარმაცევტულ ბაზარზე მონოპოლებისა და ოლიგოპოლების არსებობა, რომლებმაც შექმნეს იმხელა ქსელური მარკეტინგი, რომ ექიმებისა და კლინიკების უმრავლესობა ფულის შოვნით დაბრმავებულები ეხვევიან ამ აბლაბუდაში. საქართველოში, სადაც სიკვდილიანობა შობადობას უტოლდება, კონკრეტულად – 2016 წელს 56 ათასი ბაშვი დაიბადა და სივდილიანობის მაჩვენებელმა 51 ათასს მიაღწია და მოსახლეობის ზრდამ 4 – 5 ათასი შეადგინა, რაც კატასტროფული მაჩვენებელია. ამ ფონზე გამოდიან და ტრაბახობენ ფარმაცევტული ბაზრის ოლიგოპოლები ბიუჯეტში შეტანილი მილიონებით. ეს მილიონები ისევ ხალხის ჯიბიდან არის ამოცლილი, თან ისე, რომ იქეთ მადლობებს ახდევინებენ“, – აცხადებს ჭუმბურიძე და აღნიშნავს, რომ ოჯახის წევრის ავადმყოფობა იმდენად სენსიტიურია, ერიდებათ კიდეც ექიმთან შეპასუხება და გამოწერილი ძვირადღირებული წამლების შეცვლა იგივე ანალოგის, იაფი წამლით.
„ერთმანეთის მიყოლებით იხსნება ქალაქებსა თუ რეგიონებში ფარმაცევტული კომპანიების კლინიკები, რათა თავისივე ეგრეთ წოდებული საქართველოში წარმოებული პრეპარატები გაასაღონ. თითებზე ჩამოსათვლელია იმ მედიკამენტების რიცხვი, რომლებიც ქართულ ნედლეულზეა დამზადებული. საქართველო უხსოვარი დროიდან ფარმაცევტული პროდუქტების მწარმოებელი ქვეყანა იყო და დღეს თითქმის ყველა ნედლეული არის იმპორტირებული, უბრალოდ ერთთამენთში განზავებული და ქართული შრიფტით მიწერილი გამოგონილი კომპანიის სახელზე დაფუძნებული სახელწოდებით არის ცნობილი. იშვიათად ნახავთ ისეთ ექიმს, რომელიც წამლების ქიმიაში და მისი სინთეზის, ანუ მიღების მეთოდებში ღრმად ერკვეოდეეს, სამაგიეროდ,
კარგად ერკვევიან სხვადასხვა ფარმაკოლოგიურ ჯგუფებში შემავალი პრეპარატების ფასებსა და იმაში თუ საიდან მეტ მოგებას ნახავენ, ვითომდა პაციენტს უწევენ შეღავათებს და რეკომენდაციითა და „ფასადკლების“ ვაუჩერით აგზავნიან სხვადსხვა აფთაიქებში“, – აცხადებს ჭუმბურიძე.
მისი თქმით, უნდა გააქტიურდეს ჯანდაცვის სამნისტრო და უნდა შემოიღოს სანქციები და ჯარიმები კლინიკებსა და ექიმებზე, რომ თავიდან ავიცილიოთ მიკერძოებული და ძალით რეკლამირებული ხელოვნურად გაძვირებული მედიკამანტების რეალიაზიაცია.