რუსეთი, საფრაგეთი და ამერიკა, ანუ ტოლფერდა სამკუთხედი

ის, რაც საფრანგეთში მოხდა, ცხადია ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ტეროროზმი თანაბრად დასაგმობია საფრანგეთშიც, პალესტინაშიც, იემენშიც, ერაყშიც, ავღანეთშიც და ზოგადად, დედამიწაზე. არავის სჯერა რომ ტერორიზმს რაიმე კავშირი აქვს რელიგიასთან. როგორც საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა – ტერორიზმს საერთო არაფერი აქვს რელიგიასთან… ეს მცირე შესავალი მხოლოდ იმისთვის გავაკეთე, რომ განა რა მოხდა საფრანგეთში ისეთი, რაც არ ხდება იგივე პალესტინაში, იემენში, ერაყში, ავღანეთში… რატომ არ ვგმობთ ისეთივე ერთსულოვნებით როგორც ამჯერად? შესაძლოა, ცოტა არაკორექტულად ჟღერდეს, მაგრამ ფეისბუქ-სამყაროში აბსოლუტურმა უმრავლესობამ ავატარად საფრანგეთის დროშა დააყენა… მე ეს არ გავაკეთე… იცით რატომ? მე და არც არავის ეს არ გაუკეთებია სირიელებზე, ერაყელებზე და ა.შ. არც საქართველოს დროშების ფრიალი მახსოვს, 2008 წლის აგვისტოში… ამიტომ, მგონია ეს უსამართლობაა… ამიტომ პირადად მე ტეროროზმს ვგმობ მსოფლიოს ყველა წერტილში…

ძირითადი სათქმელი კი მაინც სხვა მაქვს. ყველამ ვიცით მარტივი თითქოს ჭეშმარიტება, რომ ჩემი მეგობრის მეგობარი, ჩემი მეგობარია. გრაფიკის ასაგებად მინიმუმ სამი წერტიალია საჭირო. თუ რუსეთმა, ევროპამ და ამერიკამ კრიზისულ მომენტში საერთო ენა იპოვნეს და პრობლემის მოგვარება, არ აქვს მნიშვნელობა სამართლიანად თუ უსმართლოდ ერთობლივი ძალებით გადაწყვიტეს…

რატომ ვერ პოულობენ საერთო ენას საქართველოსთან მიმართებაში?! თუ მსხვერპლის რაოდენობაზეა საუბარი, ჩვენ ყოვედღიურად გვიკვდება ასობით ქართველი, ფიზიკურად თუ ზნეობრივად… რატომ სთხოვა დახმარება საფრანგეთმა რუსეთს იმ შემთხვევაში თუ არადემკრატიული სახელმწიფო და ოკუპანტია?! ნუთუ ეს არის ევროპული თავისუფალი სიტყვა და სამართალი… სთხოვო დახმარება მსოფლიოს ეგრეთ წოდებულ მტერს? გამოდის, რომ ყველაფერი ინტერესებია და, სამწუხაროდ, რეალობა ასეთია – საქართველოს პრობლემას, მივიწყებულ აფხაზეთსა და ოსეთს პრობლემად არავინ აღიქვამს…. ისევ ჩვენ ვრჩებით ამ პრობლემის წინაშე და ჩვენი დედა ეკლესია, რომელიც თითქმის ყველა ქადაგებაში ლოცავს ჩვენს ძირძველ მიწებს და ხალხს… იმეგობრებ რუსეთთან, აგენტი გქვია… არ იმეგობრებ და თურმე პოლიტიკა არ იცი… ხალხის რჩეული ვერ ხდები… ევროპაში ჩადიხარ ყურადღებას არავინ გაქცევს. “კოფებრეიკზე” მიგიწვევენ, საშინაო დავალებებს მოგცემენ და გამოგიშვებენ… გეუბნებიან, რომ ხალხს უსმინო. ამ დროს კი თავად არ ესმით ხალხის ხმა… დაუთვლელი რაოდენობის ბომბები ჩამოყარეს მოსახლეობაში… მე, პირადად, ასეთი არც რუსეთ მინდა და არც ევროპა, ტერორისტების დევნაში მუსრი გაავლონ ქალებსა და ბავშვებს.

თუ საფრანგეთი, ანუ ევროპა, ჩვენი მოკავშრეა და თვითონ შექმნა კავშრი რუსეთთან ჩვენ რატომღა გვიშლიან ამის გაკეთებას, პირდაპირი დიალოგის რეჟიმში?! ყველა ჩვენი პრეზიდენტი აღიარებდა, რომ საქართველოს პრობლემა იწყება რუსეთიდან და მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს შესწევს ძალა ეს პრობლემა გადაწვიტოს. უფრო სწორად, ამბობდნენ – საქართველოს პრობლემების მოგვარების გასაღები კრემლშიაო.
ზოგი ამ გასაღებს რუსეთში ხედავს, ზოგიერთი ამერიკაში, ზოგიერთი ევროპასა და ა.შ. მე კი მგონია, რომ ჩვენი ხალხის პრობლემა ჩვენსავე ზნეობაშია. ჭაბუა ამირეჯიბის სიტყვებით – ზნეობა დავკარგეთ ქართველებმა და უფუნქციოდ დავრჩით, არა ავტორიტეტი, არა სიწმინდების დაცვა, არა კულტურული ძეგლების მოვლა და აღორძინება … ძალიან მარტივი ფორმულაა, რომ როცა ჩვენი მიწა დასამუშავებელი გვრჩება, სხვა თავის მიწას არ დაგვამუშავებინებს და ტყუილად ვიბრძვით ევროპისკენ. მათ მიწის ფასიც იციან და მოსავლის აღებისაც.

გიორგი ჭუმბურიძე,
არსამათავრობო ორგანიზაცია
“კოორდინაციის” დამფუძნებელი